aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

ნათია თურნავა: ყველაფერს ვაკეთებთ, რათა რუსეთის ავიაემბარგო გავანეიტრალოთ

aviabiletebi
ავიაბილეთები

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, სარეიტინგო კომპანია Fitch – მა დაასახელა ძირითადი გამოწვევები, რის წინაშეც დგას საქართველოს ეკონომიკა.

როგორც მინისტრი ამბობს, მათგან გამოყოფდა რუსეთის ავიაემბარგოს და ტურისტული ნაკადების შემცირებასთან დაკავშირებული გამოწვევას, რაც კვლავაც რჩება არასტაბილურობის ფაქტორად.

მისივე თქმით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს ფაქტორი განეიტრალდეს.

“მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ფაქტორის გამო საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0,3 პროცენტული პუნქტით შეამცირა, საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ 2019 წელი ჩვენ მაღალი მაჩვენებლით დამასრულოთ“.

“Fitch” – მა დღეს საქართველოს გაუმჯობესებული სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ძალაში დატოვა.

იტვირთბა....