aviabiletebi
მთავარი ციტატა

“გუგუტიანთკარი არის სავალალო შედეგი იმ ვითარების, რომელიც შექმნეს სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში”

„​გუგუტიანთკარი და ნებისმიერი სხვა ადგილი, სადაც ოკუპანტი ახორციელებს თავის გეგმას, არის ჩვენი სავალალო შედეგი იმ ვითარების, რომელიც შექმნეს სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში. დღეს თვალწინ გვიდგას ის, რაც მემკვიდრეობით დატოვა სააკაშვილის მავნებლურმა პოლიტიკამ. რაც შეეხება მავთულხლართს, დამერწმუნეთ, გაცილებით უფრო სუსტია ის კონსტრუქცია, რომლითაც ეს მავთულხლართი კეთდება, ვიდრე ბერლინის კედელი, რომელიც დაიშალა და რომლის ნატეხებიც დღეს ევროპის მოედანზე დგას. ბერკეტი არის ის ფასი, რომელსაც რუსეთი იხდის, მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლა. საერთაშორისო თანამეგობრობა, რომელიც ამ თემას აფასებს ისე, როგორც საქართველოში, ეს არის ფასი, რომელიც შეიძლება გადაახდევინო რუსეთის ფედერაციას და იარო თან იმ გზით, რომ ეს კონსტრუქცია ჩაბარდეს წარსულს”.

aviabiletebi
ავიაბილეთები

გია ვოლსკი, “ქართული ოცნების” წევრი

შეგახსენებთ, რომ რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან მავთულხლართების მონტაჟი დღეს დილიდან ისევ განაახლეს.

იტვირთბა....