„ის, რაც გუშინ სააკაშვილმა კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებით განაცხადა, სრული სიბეცეა და ამით კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა თუ რამდენად შორს არის რეალობისგან და პოლიტიკისგან. ომებს არა გზები, ხიდები და გვირაბები, არამედ უგუნური, ავანტიურისტული და ვოლენტარისტული პოლიტიკა იწყებს. ის, რომ 2008 წელს აგვისტოში მოხდა ომი და რუსეთი შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე, ეს იყო ქართული ავანტიურისტული და ვოლენტარისტული პოლიტიკის შედეგი. რუსეთმა იმდროინდელი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პროვოკაციაზე იოლად წამოგების განწყობა ძალიან კარგად გამოიყენა. თუ რამე შეიძლება „ქართულ ოცნებას“ დავუფასოთ, ის არის, რომ ისინი ავანტიურისტები და ვოლენტარისტები არ არიან. ამიტომ სააკაშვილი გზებსა და გვირაბებში კი ნუ ეძებს ომის მიზეზებს, თავის თავში ეძებოს მიზეზი ომისა”.
პაატა ზაქარეიშვილი, რეინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი