ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სერგო რატიანი: 20 ივნისს ხელისუფლებამ, შსს-მ და კერძოდ, მინისტრმა გახარიამ ჩაიდინეს დანაშაული

„20 ივნისს ხელისუფლებამ, შსს-მ და კერძოდ, მინისტრმა გახარიამ ჩაიდინეს დანაშაული”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა, სერგო რატიანმა განაცხადა.

მისი თქმით, 20 ივნისს გამოყენებული ტყივიები ფაქტობრივად, არ იყო სანქცირებული.

“დანაშაული არის სრულიად შემაძრწუნებელი, როდესაც ყველას ესმის, რომ ესროდნენ ჟურნალისტებს, ახალგაზრდებს, ესროდნენ ტყვიებს, რომლებიც ფაქტობრივად, არ იყო სანქცირებული და ეს ყველას ესმის უკვე, რომელსაც შეიძლებოდა გამოეწვია ლეტალური შედეგები და თვალები აქვთ ადამიანებს დათხრილი, ამ ფონზე მათ უნდა, რომ შეზღუდონ ინფორმაცია, რომ ეს დანაშული, რომელიც ფაქტობრივად, ყველამ იცის, არ გახდეს კიდევ უფრო დასაბუთებულად ცხადი საზოგადოებისათვის,“- განაცხადა სერგო რატიანმა.

იტვირთბა....