ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს – რუსთავში მამაკაცმა ძმა და მეუღლე დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთავში, 1987 წელს დაბადებულმა დ.ა.-მ, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა ძმას – 1977 წელს დაბადებულ კ.რ.-ს და მეუღლეს – 1978 წელს დაბადებულ გ.გ.-ს, რომელიც მათ გაშველებას ცდილობდა.

უწყების ცნობით, დაშავებულებს სამედიცინო დახმარება გაეწიათ, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ამ დროისთვის, დ.ა. დაკავებულია ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 11-პრიმა 120-ე მუხლით მიმდინარეობს.

იტვირთბა....