ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეუფე პეტრე: მიუხედავად არსებული პრობლემებისა და საჭირბოროტო საკითხებისა, სინოდის სხდომა არ ჩატარებულა

ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს განცხადებით, სინოდის სხდომას მინიმუმ, წელიწადში ორჯერ უნდა იწვევდნენ.

მისი თქმით, ის, რომ დღემდე, მიუხედავად არსებული პრობლემებისა და საჭირბოროტო საკითხებისა სინოდის სხდომა არ ჩატარებულა, მოციქულეობრივ დამოკიდებულებაზე, ეკლესიაში არსებული პრობლემების მიმართ ფაქტიურად უარის თქმას ნიშნავს.

„მინიმუმ ორჯერ, წელიწადში უნდა იქნას სინოდის სხდომა მოწვეული, ხოლო საეკლესიო კანონების თანახმად პირველი სხდომა უნდა იქნეს მოწვეული მარტვილის სულთმოფენობის დღესასწაულის მეოთხე კვირას. ანუ წელს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულის მიმდებარე დღეებში უნდა ჩატარებულიყო საეკლესიო კანონის თანახმად, რაც რა თქმა უდნა დაირღვა. ის, რომ დღემდე მიუხედავად არსებული პრობლემებისა და საჭირბოროტო საკითხებისა სინოდის სხდომა არ იქნა მოწვეული და ამით მოციქულეობრივ დამოკიდებულებაზე, ეკლესიაში არსებული პრობლემების მიმართ ფაქტიურად ვთქვით უარი. ეს არის პირდაპირ თუ ირიბად პასუხისმგებლობის არიდება მიმდინარე საჭირბოროტო საკითხებზე,“- განაცხადა მეუფე პეტრემ.

იტვირთბა....