ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

დასავლეთ ევროპას არ სურდა ამ საკითხისთვის თავის გართმევა – აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატოში აგვისტოს ომზე

აშშ-ს ყოფილი ელჩი ნატოში კურტ ვოლკერი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს ნატოელ კოლეგებს შესთავაზა განცხადება გამოექვეყნებინათ, სადაც ნათქვამი იქნებოდა, რომ ჯარები უნდა დაბრუნებულიყვნენ 2008 წლის 6 აგვისტმდე არსებულ პოზიციებს.

“ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის ის იყო, რომ დასავლეთ ევროპას არ სურდა ამ საკითხისთვის თავის გართმევა. ელჩად დავინიშნე და ნატოში 11 აგვისტოს ჩავედი, როცა ომის დაწყების შემდეგ ნატოს საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ის ბრიუსელში ვერ ჩამოვიდა, რადგან ომის გამო თბილისის აეროპორტი დაკეტილი იყო. მის ნაცვლად საქართველოს ელჩს ვესაუბრეთ.

ჩემს ნატოელ კოლეგებს შევთავაზე, რომ გამოგვექვეყნებინა ნატოს განცხადება იმაზე, რომ ეს იყო საშინელი ტრაგედია, რომ ჯარები უნდა დაბრუნებულიყვნენ იმ პოზიციებზე, რომელიც ჰქონდათ 2008 წლის 6 აგვისტომდე და რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ცეცხლის დაუყოვნებელ შეწყვეტას და ასევე მხარს ვუჭერდით პრეზიდენტ სარკოზის მიერ გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტის პირობებზე მოლაპარაკებას.

ჩემს არცერთ ევროპელ კოლეგას სურდა ნატოს ამ მარტივ განცხადებაზე დამთანხმდებოდა. ამბობდნენ, რომ ამის დრო არ იყო, რომ ლიდერები დასასვენებლად იყვნენ წასულები, რომ ეს ყველაფერი რთული იყო. ვერ ვთანხმდებოდით ტექსტზე და ა.შ. ყველაზე დასამახსოვრებელი კი ის იყო, რომ მაშინ, როცა ვიცოდით, რომ რუსული ტანკები თბილისისკენ მიდიოდა, ერთ-ერთმა მათგანმა თქვა, რომ ნატოს განცხადება არ უნდა გაეკეთებინა, რადგან არ გვსურდა „კონფლიქტის მილიტარიზება“, – აცხადებს ვოლკერი.

 

 

იტვირთბა....