„ჩემთვის წაყენებული ბრალი არის კონტრაქტის დადებაზე, ეს არის კატასტროფული სამარცხვინობა. ერთგვერდიანი ბრალი მაქვს, რატომ დადო კონტრაქტი დირექტორმა. წარმოდგენილი გაქვთ, რას აკეთებს საერთოდ და რას იხილავს საქართველოს პროკურატურა და როგორ ასაბუთებს, რაც მთავარია, ვერც კერავს საქმეებს. ეს სამარცხვინო საქციელი იქნება ძალიან მკაცრად დასჯილი. ამ იდიოტიზმს არ წავიკითხავ, ეს არის სამარცხვინო. ეს არის კატასტროფა და რაც გულუაშვილმა გააკეთა, ტყუილი ფაქტების და ჭორაობის, აბსოლუტურად ტყუილად ბრალში არ მყოფი ეპიზოდის ბრიფინგზე მოყოლა დაუჯდება პატიმრობად, აუცილებლად. ყველა ვინც ამ საშინელებებს აკეთებს, ჩაჯდება ციხეში. აი, ბიძინა ივანიშვილი, შეიძლება გარიგებით გაეთრეს ამ ქვეყნიდან, მაგრამ ეს ნაგლეჯები, იმისთვის რომ პოლიტიკურ პატიმრებს იჭერენ და ასრულებენ უკანონო დავალებებს, უკანონო დავალების შემსრულებელი ყველა პროკურორი, გამომძიებელი ყველა მოხვდება ციხეში. არ ვაპატიებ არავის საქართველოში პუტინის სტილით პოლიტიკური პატიმრების გაჩენას“
გვარამიამ პროკურატურა უკვე დატოვა
ნიკა გვარამია, “რუსთავი 2” – ის ყოფილი დირექტორი
“ტვ პირველის” ეთერი