“მე ვარ ყოფილი მთავარი პროკურორი და პროკურატურაში აუცილებლად გამოვცხადდები. მთელი ქვეყანა მირჩევდა, წავსულიყავი საქართველოდან, მაგრამ არ წავედი, სპეციალურად და კიდევ ერთ სიურპრიზს ვუმზადებ ხელისუფლებას, რომელზეც დღეს, 19:00 საათზე, ვილაპარაკებ, პროკურატურასთან”.
ნიკა გვარამია, “რუსთავი2-ის” ყოფილი გენერალური დირექტორი
“TV პირველი”
შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, “რუსთავი2-ის” ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია დღეს დაბარებულია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით.
მათივე განცხადებით, ბრალის წარდგენის შემდეგ საქართველოს გენერალური პროკურატურა სასამართლოს მიმართავს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით.
ამავე თემაზე: “ომი გამოცხადებულია და მიღებულია, კორუფციაში ბრალდება ჩემთვის მთავარი წითელი ხაზია”