“მე რასაც ვუყურებ, ამ ხელისუფლებაში არ ამბობენ, რომ რუსეთი ოკუპანტი არ არის და ომი მან არ დაიწყო. შეიძლება მთლად ყოჩაღად ვერ ამოთქვამენ ამას, ცოტა მოგუდულად ამოღერღავენ ხოლმე და თან აქა-იქ, მაგრამ ასე თუ ისე ღერღავენ და თქვამენ.
უბრალოდ მაგათ იმის თქმა უნდათ, რომ რუსეთი კია ოკუპანტი, მაგრამ სააკაშვილი უფროა და რუსეთმა კი დაიწყო ომი, მაგრამ სააკაშვილმა უფრო და შესაბამისად ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, რუსეთზე კი უნდა ვიყოთ გაბრაზებულები, მაგრამ სააკაშვილზე უფრო.
ახლა ვიღაც იკითხავს არცთუ ზრდილობიანად, ეგ გარდა იმისა რომ რუსეთის ირიბი გაპრავებაა, იმავდროულად ხომ ძალიან დიდი სისულელეა? რაზედაც ცხადია ვერაფერს ვუპასუხებ. ანკი რა გინდა რომ თქვა?”
დავით ზურაბიშვილი – “რესპუბლიკური პარტია”
სოციალური ქსელი
მე რასაც ვუყურებ, ამ ხელისუფლებაში არ ამბობენ, რომ რუსეთი ოკუპანტი არ არის და ომი მან არ დაიწყო. შეიძლება მთლად ყოჩაღად…
Gepostet von David Zurabishvili am Freitag, 9. August 2019