ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩვენ ყველა ველოდით, რომ რუსთავი2-ის შემდეგ ტვ პირველის ჯერიც დადგებოდა” – არასამთავრობოები

ტვ „პირველისა“ და მისი მფლობელის ირგვლივ განვითარებული მოვლენები სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ეხმაურებიან.

მათი განცხადეით  ამ გამოძიების უკან არის პოლიტიკური მოტივაციები.

„რუსთავი2“-ის შემდეგ, ცხადია ყველას მოლოდინი იყო, რომ ტვ „პირველის“ ჯერიც დადგებოდა და ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ ამას აქვს ადგილი,“-აცხადებს ეკა გიგაური.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხელისუფლება ტვ „პირველის“ სარედაქციო პოლიტიკაზე გავლენის მოპოვებას სხვადასხვა გზით ცდილობს.

„იცით, რომ ტვ „პირველთან“ დაკავშირებით მანამდეც იყო პრობლემები და ეს რაღაც ერთი ჯაჭვის ნაწილია და ამ ერთიანობაში თუ შევხედავთ შეიძლება დავასკვნათ, რომ სწორედ ერთ-ერთ მიზანი მათ შორის დღეს ხელისუფლების რიგითი წარმომადგენლებისა იყოს, კიდევ ერთ კრიტიკული ტელევიზიის, ტვ „პირველის, სარედაქციო პოლიტიკის თუ მისი დამოუკიდებლობაზე გარკვეული გავლენა,“-ამბობს მიხეილ ბენიძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ ”ემპათიას” დირექტორი მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ ტვ „პირველზე“ შეტევა არის შეტევა დამოუკიდებლობასა და დემოკრატიულ ღირებულებებზე. ჯიშკარიანის თქმით, ისინი ახლა უკვე სერიოზულ შეტევას, არასამთავრობო სექტორზე ელოდებიან.

იტვირთბა....