ახალი ამბები მთავარი სამართალი

ოზურგეთში, აგვისტოს ომის გმირის, თამაზ ნიკიტინის საფლავი გაძარცვეს

ოზურგეთში, აგვისტოს ომის გმირის, თამაზ ნიკიტინის საფლავიდან 2 ვერცხლის შანდალი მოიპარეს.

“გურიის მოამბის” ინფორმაციით, ომში დაღუპული გმირის საფლავზე დღეს მისულ მის მეგობრებს სასანთლეები წაღბული დახვდათ.

“ზუსტად არ ვიცით როდის წაიღეს, მაგრამ, დღეს რომ მოვედით აქ, ეს ვერცხლის შანდლები ადგილზე არ დაგვხვდა. გარდა ამისა, აქ სხვა საფლავებიდანაც წაღებულია ალუმინის მასალები, როგორც ჩანს მასიურად იძარცვება საფლავები”-უთხრა “გურიის მოამებს” აგვისტოს ომის მონაწილემ და ოზურგთის საკრებულოს დეპუტატმა, ბესო ქათამაძემ.

მედიასაშუალების ცნობით, ოზურგეთში პირველი შემთხვევა არ არის, როცა ჭირისუფალს საფლავები გაძარცვული ხვდება.

ფოტო: “გურიის მოამბე”

იტვირთბა....