“რამდენადაც ვიცი, თუ ვცდები შემისწორეთ, ჰაერში ბუშტების გაშვება საზეიმო მოვლენის აღმნიშვნელია. აგვისტოს ომის ტრაგიკული თარიღის და დაღუპულთა ხსოვნის აღსანიშნავად, როდესაც სახელმწიფო დროშები დაშვებულია და ერი გლოვობს, შენ კი ამ დროს რუსთაველზე ფერად ბუშტებს აფრენ, ეს რა დამოკიდებულებაა?! რომ იტყვიან, ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო, ზუსტად ის შემთხვევაა.”
ზაალ ანჯაფარიძე, ანალიტიკოსი
შეგახსენებთ, რუსთაველზე, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა რაოდენობის აღსანიშნავად, 412 ბუშტი გაუშვეს ჰაერში.