ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

უცხოეთში ვიზიტებისთვის ბახტაძემ 2 მილიონ 320 ათასი ლარი დახარჯა

2019 წელს იანვრიდან ივნისამდე, 6 თვეში პრემიერმა ბახტაძემ და მმარრთველმა გუნდმა 2 მილიონ 320 ათასი ლარი უცხოეთში ვიზიტებისთვის დახარჯეს.

მაშინ, როცა შარშან პირველ ექვს თვეში მთავრობას მივლინებებისთვის მხოლოდ 858 ათასი ლარი დასჭირდა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით დგინდება, რომ 2018 წელთან შედარებით, 2019 წელს ორი მილიონი ლარით არის გაზდილი მივლინებებში ყველა საბიუჯეტო უწყებაში.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ჩინოვნიკები ხალხის ხარჯზე მოგზაურობენ, რაც კიდევ უფრო აუფასურებს ეროვნულ ვალუტას.

„არ არსებობს არცერთი სახელმწიფო დაწესებულება,სადაც არ არის გაზრდილი მსგავსი ხარჯები. რას ნიშნავს სამივლინებო ხარჯები? ეს ნიშნავს,რომ გამოგაქვს ლარი, მიდიხარ და ყიდულობ დოლარს, ევროს. ეს ნიშნავს, რომ ლარის გაუფასურებაში საბიუჯეტო ფლანგვები ღებულობს მონაწილეობას.

იმას კი არ ვამბობ, რომ სამივლინებო ხარჯებმა გააუფასურა ლარი, მაგრამ როდესაც მასშტაბურად მსგავსი რამ ხდება ყველგან, როდესაც ასეულობით მილიონებით ფული გადის უსარგებლო პროექტებში და შემდეგ მისი ნაწილი ილექება და უკან უბრუნდება კორუფციულად სახელმწიფო ჩინოვნიკებს, სწორედ ეს არის ლარის გაუფასურების მთავარი მიზეზი,” – განაცხადა ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ.

„ერთ-ერთი შტრიხი “ქართული ოცნების” მეობის, განუყოფელი ნაწილია მილიონერებისთვის ღარიბების ფულის ჩუქება, როგორც გამოვლინდა ცოტა ხნის წინ,”- ამბობს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი კანდელაკი.

მისი თქმით, როცა ქვეყანა არ აწარმოებს აქტიურ დიპლომატიას რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ამ პირობებში სამივლინებო ხარჯების ზრდა, კიდევ ერთი დასტურია “ქართული ოცნების პარაზიტიზმის”.

გაზრდილ სამივლინებო ხარჯებთან დაკავშირებით მმართველ გუნდში და პრემიერის ადმინისტრაციაში განმარტებები არ გაკეთებულა.

იტვირთბა....