თბილისელებს და არა მხოლოდ მათ, კარგად ახსოვთ სილამაზის სალონი “ოცნება” – ერთ-ერთი პირველი მრავალფუნქციური სალონი, რომელიც ჯერ კიდევ 1985 წელს, 1-ლ ნომერში გაიხსნა. სალონმა ორი წელია ადგილმდებარეობა შეიცვალა და აღმაშენებელის გამზირზე გადაინაცვლა, მაგრამ ტრადიციები და მომხმარებლის მხრიდან მაღალი ნდობა, რომლითაც ის მრავალწლიანი არსებობის მანძილზე განსაკუთრებით გამოირჩეოდა – შენარჩუნებულია. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი, რომელსაც მათი მუშაობა ეფუძნება, კლიენტების პროფესიონალური, მაღალი ხარისხის მომსახურებაა.
სერვისებზე, რომელთა მიღებაც ამ სალონში შეგიძლიათ, “მეტრონომი” უკვე გესაუბრათ, თუმცა დღეს გვსურს, თქვენი ყურადღება ეპილაციაზე შევაჩეროთ.
არასასურველი თმა და მასთან ბრძოლა ყოველთვის აქტუალურია, თუმცა ზაფხულის დადგომასთან ერთად, ჭარბთმიანობისგან გათავისუფლების სურვილი კიდევ უფრო გვიმძაფრდება. თუ გსურთ, თმა უსაფრთხოდ, ჰიგიენური ნორმების სრული დაცვითა და თანამედროვე მეთოდებით მოიშოროთ, გირჩევთ, მიმართოთ სილამაზის სალონ “ოცნებას”, სადაც ლაზერულ ეპილაციას უახლესი, 2019 წლის ჰიბრიდული, სამსხივიან აპარატით (დიოდი+ალექსანდრიტი+ნეოდიუმი) გაგიკეთებენ.
როგორც სპეციალისტი განგვიმარტავს, დიოდური ეპილაცია სხეულის თითქმის ყველა ზონაზე კეთდება და ერთადერთი შეზღუდვა, ჭაღარაა თმაა.
რაც შეეხება ნამზეურს, დიოდური ეპილაციის გაკეთება ნამზეურის მიღებიდან 2-3 დღეში შეგიძლიათ და ეპილაციის შემდეგაც, მზეზე თავისუფლად გახვალთ. პრობლემა არც სოლარიუმში ვიზიტის შემდეგ შეგექმნებათ, რადგან არასასურველი თმის მოშორება სოლარიუმის რუჯის მიღებიდან მეორე დღესვეა დასაშვები.
სერთიფიცირებული სპეციალისტის თქმით, სასურველი შედეგი უკვე 6-7 პროცედურის შემდეგ მიიღწევა, რის შემდეგაც ან საერთოდ ქრება თმა ან ეპილაციის გაკეთების საჭიროება მხოლოდ წელიწადში ერთხელ ან ორჯერ გექნებათ. დასაწყისში კი სასურველია, პაციენტმა ყოველ 21-ე დღეს იაროს პროცედურაზე, რადგან ერთი ფოლიკულიდან რამდენიმე ღერი თმა ამოდის, და აუცილებელია, სრული ციკლი შესრულდეს.
დიოდური ეპილაციის დროს, ლაზერის სხივი თმის ძირამდე უფრო ადვილად ჩადის, ის რომ ეფექტურობა არ იკარგება.
სალონში შესვლისთანავე მიხვდებით, რომ ჰიგიენური ნორმები მკაცრადაა დაცული, დამატებით კი იცოდეთ, რომ დიოდური აპარატის თავაკი ერთჯერად პარკში ეხვევა.