მთავარი საზოგადოება

სილამაზის სალონი “ოცნება” – 35-წლიანი გამოცდილება თქვენი სილამაზისთვის

სილამაზის სალონ “ოცნებას” დიდი ხნის ისტორია აქვს. თბილისელებს და არა მხოლოდ მათ, კარგად ახსოვთ ერთ-ერთი პირველი მრავალფუნქციური სალონი, რომელიც ჯერ კიდევ 1985 წელს გაიხსნა და რუსთაველის 1-ლ ნომერში მდებარეობდა. სალონმა ორი წელია ადგილმდებარეობა შეიცვალა და აღმაშენებელის გამზირზე გადაინაცვლა, მაგრამ ტრადიციები და მომხმარებლის მხრიდან მაღალი ნდობა, რომლითაც ის მრავალწლიანი არსებობის მანძილზე განსაკუთრებით გამოირჩეოდა – შენარჩუნებულია. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი, რომელსაც მათი მუშაობა ეფუძნება, კლიენტების პროფესიონალური, მაღალი ხარისხის მომსახურებაა.

სასიამოვნო გარემოთი და დიდ პროფესიულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, სილამაზის სალონი “ოცნება” მრავალფეროვან სერვისს გთავაზობთ: 

კოსმეტოლოგიური მომსახურების სრული კომპლექტი;

ფრჩხილების მოწესრიგება: მანიკიური, პედიკიური, შილაკის გაკეთება და მოხსნა;

თმის დავარცხნა, დახვევა, კერატინით გასწორება;

თმის შეჭრა, შეღებვა/მელირების გარდა, სალონი შესაძლებლობას გაძლევთ ისარგებლოთ კრეატიული ღებვის სერვისით. კვალიფიციური სტილისტები მოგემსახურებიან WELLA-ს, Londa-ს და Subrina-ს მაღალი ხარისხის პროფესიონალური ხაზის პროდუქციით.

ასევე, შეძლებთ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი სადღესასწაულო ვარცხნილობა და მაკიაჟი.

სალონში ხელმისაწვდომია ეპილაციის რამდენიმე მეთოდი: ნემსით ეპილაცია, ასევე ბიო და დიოდური ეპილაცია. ლაზერული ეპილაცია ტარდება უახლესი 2019 წლის ჰიბრიდული, 3 სხივიანი აპარატით (დიოდი+ალექსანდრიტი+ნეოდიუმი).

ასევე, თქვენ შეძლებთ პერიოდულად სხვადასხვა სახის პროცედურებზე განსაკუთრებული აქციებით ისარგებლოთ.  

სტილისტები რეგულარულად გადიან კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს. აღსანიშნავია, რომ სალონს პროფესიონალი მამაკაცი სტილისტებიც ემსახურება.

სალონი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლის ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე, ამიტომ სტერილიზაციის და ჰიგიენის ყველა სავალდებულო ნორმა დაცულია.

გამოცდილი და პროფესიონალი სტილისტებით დაკომპლექტებული ჯგუფი სრულფასოვან და კომფორტულ მომსახურებას მისაღებ ფასად გპირდებათ. სილამაზის სალონი “ოცნება” აღმაშენებლის 108 ნომერში გელით.

იხილეთ სრული სერვისის ფასები:

  • ქალის თმის შეჭრა – 15 ლარი
  • მამაკაცის თმის შეჭრა – 10 ლარიდან
  • წვერის გაკეთება – 5 ლარი
  • შეღებვა სალონის საღებავით – 25 ლარდან
  • შეღებვა მომხმარებლის საღებავით – 12-15 ლარი
  • მელირება – 60 ლარიდან
  • დავარცხნა – 10 ლარიდან
  • სადღესასწაულო ვარცხნილობა – 30 ლარიდან
  • კერატინი – 150 ლარიდან
  • მაკიაჟი – 30 ლარი
  • წარბები – 10 ლარი
  • წამწამები (1 ღერი) – 1 ლარი
  • ნემსით ეპილაცია  (1 საათი) – 30 ლარი
  • მანიკიური – 10 ლარიდან
  • პედიკიური – 25 ლარიდან
  • შილაკი – 20 ლარიდან
  • მასაჟი – 20 ლარიდან

დიოდური  ეპილაციის ფასები:

  • მთლიანი სხეული – 100 ლარი
  • ფეხები (მთლიანად) – 55 ლარი
  • წვივები – 25 ლარი
  • ბარძაყები – 30 ლარი
  • დუნდულები – 20 ლარი
  • ხელები (მთლიანად) – 30 ლარი
  • ხელები ნახევარი – 15 ლარი
  • იღლიები – 10 ლარი
  • სახე (მთლიანად) –  25 ლარი
  • ბაკები – 10 ლარი
  • შუბლი – 10 ლარი
  • ღაბაბი – 7 ლარი
  • ლოყები – 10 ლარი
  • ნიკაპი – 8 ლარი
  • ზედა ტუჩი – 7 ლარი
  • მუცელი – 20 ლარი
  • მუცლის თეთრი ხაზი – 8 ლარი
  • ზურგი – 30 ლარი
  • დვრილები – 10 ლარი
  • კისერი – 10 ლარი
  • წელი – 15 ლარი
  • ბეჭები – 20 ლარი
  • გულმკერდის არე – 15 ლარი
  • ღრმა ბიკინი – 25 ლარი
  • ზედაპირული ბიკინი – 15 ლარი
  • ბრაზილიური ბიკინი – 35 ლარი

საკონტაქტო ნომერი: 2 94 03 78

 

იტვირთბა....