რუსთავის მე-7 მიკრორაიონში 27 წლის მამაკაცმა, სავარაუდოდ, თავი ჩამოიხრჩო.
როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევა 5 აგვისტოს მოხდა.
“ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში იპოვეს”, – აცხადებენ უწყების პრესცენტრში.
მათივე ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ემუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.