გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 6 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის ზოგიერთ უბანს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
“საბურთალოს რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის I კვარტლის, ქოშიგორის დასახლების, ვაშლიჯვრის დასახლების, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, მისის დასახლების, სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ვაჟა ფშაველას გამზირის, ვაჟა ფშაველას VI კვარტლის, აკაკი გელოვანის, ბერაძის, ძმები კარბელაშვილების, მიქელაძის, სიხარულის, ყურაშვილის, ნოზაძის, სარიშვილის, უდაბნოს მონასტრის, აკაკი ბაქრაძის, ჩაჩავას, ხახულის, გრიგოლ ფერაძის, მაღლაკელიძის, პეტრე ქავთარაძის, ხელაშვილის, გვიმრაძის, ენუქიძის და სოლოღაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, სადგური ლილოს, სოფელ დიდი ლილოს, ლილოს დასახლების, აეროპორტის დასახლების, იუმაშევის, გუმათჰესის, ცისკარიშვილის, მოსტკოვის და ჭიჭინაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ელიას მთის, ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის, ვაზისუბნის II, IIა მიკორორაიონების, ალადაშვილის, ერევნის, ხეივნის, დმანისის და კონსტანტინე ერისთავის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის და ბეთანიის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – ნათქვამია “თელასის” განცხადებაში.