ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გონიოში ზღვაში მამაკაცი დაიხრჩო

გონიოში, ზღვაში მამაკაცი დაიხრჩო.

როგორც “ბათუმელები” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით წერს, გარდაცვლილი ზღვაში, დაახლოებით, 12:00 საათზე შევიდა. მაშველებმა ის ზღვიდან უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს.

სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, კაცს საავადმყოფოში გადაყვანის დროსაც უტარდებოდა შესაბამისი სამედიცინო დახმარება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ჯერჯერობით უცნობია, დაღუპული კაცი ადგილობრივია თუ ტურისტი.

ზღვაზე 4-ბალიანი შტორმი იყო.

 

იტვირთბა....