ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 3-4 ბალიანი შტორმია

უამინდობის გამო, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე ფიქსირდება 3-4 ბალიანი შტორმი, აღმართულია წითელი ალმები და აკრძალულია ცურვა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ცურვა დასაშვები იქნება, გამოიფინება თეთრი ალმები.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები. არ დატოვონ მცირეწლოვანი ბავშვები უმეთვალყურეოდ. არ ჩავიდნენ წყალში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ან ნაბახუსევზე. არ გასცდნენ უსაფრთხოების ტივტივებს. მაშველების მიერ გამაფრთხილებელი წითელი ალმების გამოფენის შემთხვევაში არ ჩავიდნენ წყალში.

მას შემდეგ, რაც ცურვა დასაშვები იქნება, გამოიფინება თეთრი ალმები” – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სასმახურის განცხადებაში.

გარდა სანაპირო ზოლისა, უხვი ნალექის გამო, ბათუმში, რამდენიმე ქუჩაზე სანიაღვრე სისტემამ ვერ გაატარა წყლის ძლიერი ნაკადი.

მაშველებმა მთელი ღამის განმავლობაში განსაკუთრებულ რეჟიმში იმუშავეს.

მათივე ინფორმაციით, ბათუმში სულ 45 შეტყობინება დაფიქსირდა. გამოძახებების უმრავლესობა შენობების პირველი სართულების დატბორვას ეხებოდა.

“მაშველებმა ყველა შემთხვევაზე მოახდინეს დროული რეაგირება. აღნიშნული მისამართების შესახებ ინფორმაცია ბათუმის მერიის შესაბამის სამსახურებს უკვე გადაეცა”. – აღნიშნულია განცხადებაში.

ფოტო: სოციალური ქსელი

 

 

იტვირთბა....