aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნაწლავური ინფექციების გამო, აჭარის პოლიკლინიკებში მიმართვიანობა გაიზარდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

აჭარაში, ნაწლავურ ინფექციების გამო, პოლიკლინიკებში მიმართვიანობა გაიზარდა. დაავადება, ძირითადად, ღებინებით, დიარეითა და მაღალი ტემპერატურით ვლინდება, შესაძლოა, აღნიშნულ სიმპტომებს თან ახლდეს კრუნჩხვა.

როგორც დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკური ცენტრის გადაუდებელი მედიცინის განყოფილების ექიმი, ნაირა ფარტენაძემ ამბობს, ნაწლავური ინფექციის გამომწვევი შესაძლოა იყოს, როგორც ვირუსი, ისე ბაქტერია.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ექიმები ირწმუნებიან, რომ  სტატისტიკა არ არის საგანგაშო და ჩვეულებრივ, ზაფხულში, სხვა სეზონთან შედარებით, ნაწლავური ინფექციების შემთხვევები მეტია, მოსახლეობას კი ურჩევენ, მკაცრად დაიცვან ჰიგიენური ნორმები და მალფუჭებადი პროდუქტების შენახვის წესები.

იტვირთბა....