ბათუმში, გუშინ გვიან ღამით, ახალგაზრდა ბიჭი დაჭრეს. წინასწარი ინფორმაციით, ის 25 წლისაა. შემთხვევა ქალაქის ერთ-ერთ საშაურმეში მოხდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, დაპირისპირება ტურისტებსა და ადგილობრივ დამსვენებლებს შორის მოხდა.
ბიჭი, სავარაუდოდ ფეხის არეშია დაჭრილი ცივი იარაღით. იგი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.