ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ერთი გარდაცვლილი და სამი დაშავებული – ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთმანეთს „ფორდისა“ და „მიცუბიშის“ მარკის მანქანები შეეჯახნენ. შედეგად ადგილზე გარდაიცვლა „ფორდში“ მჯდომი ქალი, 3 ადამიანი კი დაშავდა. დაშავებულებიდან ორი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რომლებიც კატასტროფის ჯგუფმა თბილისში გადაიყვანა, ერთი კი თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

ექიმის თქმით, მამაკაცს სხვადასხვა სახის ტრამვები აღენიშნება და მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

იტვირთბა....