„რუსთავი2-ის” ყოფილი ფინანსური დირექტორი მთავარ საგამოძიებო უწყებაში, დაახლოებით, 4 საათია, იმყოფება. კახა დამენია გამოკითხვაზე, „რუსთავი 2-სა”
და „ინტერმედიას“ შორის თანამშრომლობის და ფინანსური ოპერაციების დეტალების გასარკვევად დაიბარეს. დამენია ტელეკომპანიაში ფინანსურ სამსახურს 2015 წელს ხელმძღვანელობდა.
უცნობია, კონკრეტულად რა ეპიზოდები აინტერესებს შალვა თადუმაძის უწყებას, თუმცა კახა დამენია ამბობს, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია და მზად არის, გამოძიების ყველა შეკითხვას უპასუხოს.
ყოფილი ფინანსური დირექტორის ადვოკატი პროკურატურის გააქტიურებას მედიაზე ზეწოლის მცდელობად აფასებს. ბექა ბასილაია აცხადებს, რომ გამოძიების მოტივაცია არ არის ფინანსური ოპერაციების კანონიერების დადგენა, რადგან ეს უკვე დეკლარირებულია და ამ ფორმით ხელისუფლება კონკრეტულ პირებზე შურისძიებას ცდილობს.