როდესაც ჩვენ ჩავატარეთ საგამოძიებო მოქმედებები სხვა მისამართზე, კომპანიის ოფისში, კომპანიის დირექტორმა განგვიცხადა, რომ შპს „ინტერმედია პლიუსის“ დოკუმენტები, გარდა იმ მისამართისა, სადაც გუშინ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, არ ინახებოდა, – განაცხადა პროკურორმა, ლაშა აბულაძემ.
„ამოღებული იქნა შპს „ინტერმედია პლიუსის“ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია. დოკუმენტების შინაარსზე ვერ გესაუბრებით. უბრალოდ, ის შემიძლია გითხრათ, რომ ეს დოკუმენტაცია ეხება კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობას. ეს იყო ყველა ის დოკუმენტი, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო. სხვა დეტალებს ვერ დაგიზუსტებთ. როდესაც ჩვენ ჩავატარეთ საგამოძიებო მოქმედებები სხვა მისამართზე, კომპანიის ოფისში, კომპანიის დირექტორმა განგვიცხადა, რომ შპს „ინტერმედია პლიუსის“ დოკუმენტები, გარდა იმ მისამართისა, სადაც გუშინ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, არ ინახებოდა“, – განაცხადა პროკურორმა.
შეკითხვაზე, თუ რატომ მიაქვთ სეიფი, რომელიც ჩხრეკისას ამოიღეს, აბულაძემ განმარტა, რომ ის უფლებამოსილი წარმომადგენლის თანდასწრებით უნდა გაისხნას.
„მიგვაქვს სეიფში არსებული ინფომაციის შესწავლის მიზნით. სეიფი იყო ჩაკეტილი, ვერ მოხდა გახსნა, შესაბამისად, უნდა გაიხსნას უფლებამოსილი წარმომადგენლის თანდასწრებით, ვისაც აქვს გასაღები ამ სეიფის და შემდგომში მოხდება შემოწმება მასში არსებული საგნისა თუ ინფორმაციის“, – აღნიშნა პროკურორმა.