ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩასართავად საჭირო დიაგნოსტიკური კვლევები უფასო გახდა

C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩასართავად საჭირო დიაგნოსტიკური კვლევები უფასო გახდა, – ამის სესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერმინისტრის თქმით, ამ დრომდე მკურნალობაში ჩასართავად საჭირო კვლევებისთვის სჭირდებოდათ 140-იდან 360 ლარამდე თანხის გადახდა.

„ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ მინდა გესაუბროთ, რომელიც ც ჰეპატიტის პროგრამაში შევიტანეთ. იცით, რომ საქართველო არის ძალიან წარმატებული ქვეყანა და ჩვენ გვაქვს შანსი, რომ გავხდეთ პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც მოახდენს ც ჰეპატიტის ელიმინაციას. ეს არის პროგრამა, რომლის გამოცდილებასაც სწავლობს მთელი მსოფლიო და ბუნებრივია, ჩვენ მასში პერიოდულად ვახორციელებთ გარკვეულ ცვლილებებს. ერთ-ერთი ცვლილება გახლავთ ის, რომ მოქალაქეებს ამ დრომდე მკურნალობაში ჩასართავად საჭირო კვლევებისთვის სჭირდებოდათ 140-იდან 360 ლარამდე თანხის გადახდა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს სერვისიც გახდეს უფასო,“-განაცხადა მამუკა ბახტაძე.

პაციენტს ანტივირუსული მედიკამენტების მისაღებად შეუძლია აირჩიოს მისთვის სასურველი სამედიცინო დაწესებულება.

მეტი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე: 1505 ან 116001

იტვირთბა....