ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

ტრამპმა რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა

დონალდ ტრამპმა რუსეთს 2018 წელს სოლსბერიში ქიმიური იერიშის გამო დამატებითი სანქციები დაუწესა. საუბარია FSB-ს ყოფილი აგენტის სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის ნოვიჩოკის მოწამვლის საქმეზე.

სანქციების ამოქმედების ბრძანებას შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა. ინფორმაციას გამოცემა “პოლიტიკო” ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს. პუბლიკაციაში წერია, რომ ახალი შეზღუდვები რუსეთისთვის კრედიტების გაცემას, და ასევე, საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების მიერ ფინანსური და ტექნიკური დახმარების ეხება.

სანქციების მოთხოვნით, წარმომადგენელთა პალატის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტმა თეთრ სახლს რამდენიმე დღის წინ მიმართა. კანონპროექტი დემოკრატმა და რესპუბლიკელმა კონგრესმენებმა მოამზადეს.

იტვირთბა....