“რუსთავი 2 – ის” ყოფილი დირექტორი, ნიკა გვარამია პროკურატურაში თავის დაბარებას ორი მიზეზით ხნის. მისი თქმით, ეს უკავშირდება „რუსთავი 2“-ში ფინანსურ კრიზისს, რომელიც „ვინმეს უნდა დაბრალდეს“ და ასევე, მის მიერ ახალი ტელევიზიის შექმნის გადაწყვეტილებას.
„მიზანი არის ორი: „რუსთავი 2“ -ის დახურვა იგეგმება იმ მოტივით, რომ არ არის ფინანსური შესაძლებლობები და ვინმეს უნდა დააბრალონ და ეს ვინმე ვარ მე. ეს იქნება სასაცილო. პირდაპირ ვეუბნები აქედან, დამაბრუნონ და ხვალვე გავცემ ხელფასაც და არანაირი პრობლემა არ იქნება. ეს ერთი და მეორე მიზეზი, რა თქმა უნდა, არის ტელევიზია, რომელსაც მე ვაკეთებ და რომელიც იქნება „რუსთავი 2“ -ზე უკეთესი. მე ამის პირობას ვდებ. ის გამოიწვევ იმას, რომ „რუსთავი 2“ საერთოდ არააქტუალური გახდება იმ ფორმით, რა ფორმითაც უნდა ივანიშვილს“, – აღნიშნა გვარამიამ.
გვარამიას თქმით, თუკი დააკავებენ, ის ტელევიზიას მაინც გააკეთებს.
„ფეხებზე მკიდია თუ დამაკავებენ, მხოლოდ გამოვიძინებ. ყევლაფერი კარგად იქნება. მე გამოვალ და ივანიშვილი ვერასდროს გამოვა. პირობას ვდებ. ტელევიზია გაკეთდება მაინც“, – აღნიშნა გვარამიამ.