„ნიკა გვარამიას შეუძლია, ზედმეტი ნერვიულობის გარეშე, საგამოძიებო ორგანოში მშვიდად მივიდეს. თუ მას პასუხები აქვს, პასუხები საგამოძიებო ორგანოს წარუდგინოს და მათი რეაგირება შესაბამისი იქნება. მედიის საშუალებით მსმენია, რომ ტელევიზიას გარკვეული ფინანსური დარღვევები თუ პრობლემები აქვს, მაგრამ ამის თაობაზე ვერაფერს გეტყვით, რადგან ინფორმაცია არ მაქვს. განმარტება საგამოძიებო ორგანოებმა უნდა გააკეთონ. არ ვიცი, ტელევიზიაში რა ფინანსურ დარღვევებზეა საუბარი“.
თამარ ჩუგოშვილი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი