ეროვნული ბანკის 2 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსით, ეროვნული ვალუტა ლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა. ერთი დოლარი 4 თეთრით გაიაფდა და მისი ფასი უკვე 2,9296 ლარია. ერთი ევრო თითქმის 8 თეთრით გაიაფდა და მისი ფასი ახალი კურსით 3,2328 ლარია.
დღეს, ეროვნულმა ბანკმა, სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარი გაყიდა. მათივე შეფასებით, გაუფასურებულმა ვალუტის კურსმა ისეთ ნიშნულს მიაღწია, რომელმაც, შესაძლებელია, რისკი შეუქმნას ფასების სტაბილურობას. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ეროვნული ვალუტის გაუფასურების შემდეგ ერთი დოლარის ფასი კომერციულ ბანკებში 3 ლარს აღწევდა.