ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზუგდიდში საკანალიზაციო ორმოს გათხრისას ორი მუშა მიწის ნაშალში მოყვა

ზუგდიდში, ჩიქობავას ქუჩაზე, საკანალიზაციო ორმოს გათხრისას ორი მუშა მიწის ნაშალში მოყვა.

მაშველებმა ერთ-ერთი მუშის ამოყვანა უკვე მოახერხეს და ის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ამ წუთებში მაშველები მეორე მუშის ამოყვანას ცდილობენ.

ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, მიწა მუშაობის დროს ჩამოიშალა. ჩიქობავას ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემა გაჰყავთ. ადგილზე მძიმე ტექნიკაც მუშაობდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ჯგუფები, სახანძრო-სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.

იტვირთბა....