პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ანაკლიის პორტის საკითხზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამწუხაროდ, ამ უმნიშვნელოვანეს პროექტთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება სრულიად უპასუხისმგებლოა.
როგორც დავით უსუფაშვილი აცხადებს, დავით გარეჯთან დაკავშირებით სიტუაციის გამწვავება ორგანულად უკავშირდება პორტის საკითხს, რადგან აზერბაიჯანთან ურთიერთობის დაძაბვა ასეთი ტიპის პროექტს მნიშვნელობას უკარგავს.
“დარწმუნებული ვარ დავით გარეჯთან დაკავშირებით პრობლემების გართულება ორგანულადაა კავშირში ამ საკითხთან, ვინაიდან თუ ჩვენ აზერბაიჯანთან აგვერია ურთიერთობები,მაშინ ანაკლიის პორტი კი არა ,ფოთის პორტის დაკეტვაც მოგვიწევს. ვინაიდან ასეთ პროექტებს მხოლოდ მაშინ აქვს დიდი სტრატეგიული და პოლიტიკური მნიშვნელობა, როდესაც ჩვენ რეგიონში ვართ გამტარი ძალიან მნიშვნელოვანი ტვირთების” – განაცხადა უსუფაშვილმა.