თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ როგორც სპეციალისტები ამბობენ, ლარი არის ზედმეტად გაუფასურებული და ალბათ ეროვნული ბანკი დამატებით მოგვაწვდის ინფორმაციას, თუ რა ღონისძიებები გაატარეს იმისთვის, რომ კურსი დასტაბილურდეს
კალაძის თქმით, ლარის კურსთან დაკავშირებით არსებული სიტუაცია არის ძალიან ცუდი და მძიმე.
„რის შედეგად მოხდა ეს ყველაფერი, ძალიან ბევრი ფაქტორია. რა თქმა უნდა, ეს არის აქციებთან დაკავშირებული, ტურისტების შემცირებული ნაკადი და ნაკლები რაოდენობა, ასევე არის მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესები და გარე ფაქტორები. ყველაფერ ამან ერთობლიობაში მოგვცა ის შედეგი, რაც დღეს არის და არის ძალიან ცუდი. მე გამიხარდებოდა უფრო მეტი ინფორმაციის მიღება ეროვნული ბანკისგან, თუ რა ღონისძიებები უნდა იქნას გატარებული და ნაბიჯები გადადგმული იმისთვის, რომ ლარის კურსის დასტაბილურება მოხდეს. ის, რაც არის დღეს კურსთან მიმართებაში, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ლარი არის ზედმეტად გაუფასურებული და ალბათ ეროვნული ბანკი დამატებით მოგვაწვდის ინფორმაციას, თუ რა ღონისძიებები გაატარეს იმისთვის, რომ კურსი დასტაბილურდეს და წამოვიდეს ქვემოთ” – განაცხადა თბილისსი მერმა კახა კალაძემ.