დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, პარლამენტის დამოუიკიდებელი წევრები პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის პოსტიდან გადადგომის მოთხოვნას საშემოდგომო სესიის გახსნისას დააყენებენ.
როგორც გოგიჩაიშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში აღნიშნა, მამუკა ბახტაძე უნდა გადადგეს, რაც მთელი მთავრობის გადადგომას გამოიწვევს და გადადგება ყველა, ვისზეც დღეს გადადგომის მოთხოვნა დგას.
„დღეს ჩვენ მთავრობა არა გვყავს. რაც შემიძლია დღეს გავაკეთო, არის ის, რომ დავაყენო მთავრობის გადაყენების მოთხოვნა. როდესაც ეკონომიკურ მოთამაშეს არა გაქვს განცდა იმისა, რომ არსებობს პრემიერ-მინისტრი, ვინც პასუხისმგებლობას იღებს, სჯობს, ეს ადამიანი წავიდეს. მამუკა ბახტაძის პრემიერ-მინისტრად ყოფნას არანაირი აზრი არა აქვს. მის მიმართ საზოგადოებაში არ არსებობს სერიოზული დამოკიდებულება. არ არსებობს აღქმა იმისა, რომ მამუკა ბახტაძე არის პრემიერ-მინისტრი“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.