ზუგდიდში, მედეას ქუჩაზე, ჭაში ჩავარდნილი მამაკაცის ცხედარი გვიან ღამით ამოიყვანეს.
სამაშველო ოპერაცია, დაახლოებით, 13 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
72 წლის მამაკაცი მიწამ მაშინ მოიყოლა, როცა კერძო სახლში მამა-შვილი არტეზიულ ჭას წმენდდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს.