ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“დროა, საქართველოს პარტნიორებმა აღიარონ “ნატოს” წვრთნების ფეთქებადად საშიში შედეგები” – დე ფაქტო აფხაზეთი

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო 27 ივლისს საქართველოში დაწყებულ ნატოს წვრთნებს Agile Spirit 2019-ს ეხმაურება და განცხადებაში წერს, რომ “ღრმა შეშფოთებას” გამოხატავენ. ინფორმაციას ამის შესახებ “On.ge” ავრცელებს.

“ეს წვრთნები ნეგატიურ გავლენას ახდენს ყველა მეზობელ ქვეყანაზე გამონაკლისის გარდა და ხელს უწყობს დესტაბილიზაციას. საქართველო და მისი დასავლელი მფარველები ცდილობენ მილიტარიზაციას, რაც არ შეესაბამება რეგიონში ნდობის აღდგენის მიმდინარე ძალისხმევას… დიდი ხანია დროა, საქართველოს პარტნიორებმა აღიარონ მსგავსი სწავლებების ფეთქებადად საშიში შედეგები. ასევე, გაითვალისწინონ ის, რომ მსგავსი ქმედებები ასაზრდოებს საქართველოში რევანშისტულ მიდგომებს, — ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნული სწავლება საქართველოში მეცხრედ ტარდება და 9 აგვისტომდე გაგრძელდება.

სწავლების მიზანია, მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლება. ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწა და გაძლიერება მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს. ასევე, მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების განვითარება ალიანსისა და პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფებს შორის. შავი ზღვის რეგიონში სტაბილურ და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანა.

სწავლებაში მონაწილეობას იღებს 14 ქვეყანა, მათ შორის, საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, ნორვეგია, ბელგია, ბულგარეთი, საბერძნეთი, მონტენეგრო, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა, მონაწილეობს.

იტვირთბა....