aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დელიმიტაციის კომისიის პასიურობა ეჭვს აჩენს, რომ ხელისუფლებამ გარეჯი აზერბაიჯანს დაუთმო” – ქაცარავა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშიას“ ლიდერმა დავით ქაცარავამ „ინტერპრესნიუსს“განუცხადა, რომ დელიმიტაციის კომისიის პასიურობა ეჭვს აჩენს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დავით გარეჯი აზერბაიჯანს დაუთმო.

მისი ინფორმაციით, მიუხედავად მოლოდინისა, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან ვითარება არ შეცვლილა და საქართველოს მოქალაქეებს, ასევე ტურისტებს კვლავ არ აქვთ კომპლექსის ნაწილთან მისვლის შესაძლებლობა.

„ჩვენთვის წვდომა შეზღუდულია ტაძრებთან, ახლა მისვლა შესაძლებელია მხოლოდ ლავრასთან. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დელიმიტაციის კომისიას დაწყებული არ აქვს მუშაობა, ეს საგანგაშოდ მიგვაჩნია. დღეს შეიკრიბება საინიციატივო ჯგუფი, რათა შევიმუშაოთ მიმართვა და მოვითხოვთ, დელიმიტაციის კომისიამ გააკეთოს განცხადება არსებულ საკითხთან დაკავშირებით. არანაირი ინფორმაცია არ არსებობს ჩვენი ხელისუფლების მხრდან, სრული ინფორმაციული ვაკუუმია. 24 ივლისის მონაცემებით, აზერბაიჯანულმა მხარემ უდაბნოს მონასტრის მისასვლელთან გაზარდა მესაზღვრეების რაოდენობა. მოწოდებული ფოტო-ვიდეო მასალით ჩანს, რომ ტერიტორიაზე მხოლოდ რვა ქართველი მესაზღვრე დგას, ხოლო აზერბნაიჯანის მხრიდან მესაზღვრეთა რაოდენობა 20-ს აღემატება. სახელმწიფოს დელიმიტაციის კომისიის პასიურობა აჩენს ეჭვს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, დავით გარეჯი აზერბაიჯანს დაუთმო“, – აღნიშნა დავით ქაცარავამ.

იგი არ გამორიცხავს, რომ უახლოეს პერიოდში შეხვედრა გაიმართოს დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რათა მოხდეს მათი ინფორმირებულობა და საჭიროების შემთხვევაში მათგან დახმარების გაწევა. ქაცარავა ასევე აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია UNESCO-ს ჩართლუბა, ვინაიდან საფრთე ემუქრება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს.

შეგახსენებთ, რომ დღეს დავით გარეჯის არქიმანდრიტმა კირიონმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა კარვები დადგეს და მათი რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.

იტვირთბა....