დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა, კირიონმა (ონიანი) „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯის ტერიტორიაზე კარავი გაშალეს
მისი თქმით, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები განმარტავენ, რომ კარავი, რომელიც ადგილზე მოაწყვეს, დროებითია.
„დროებითი კარავია გაშლილი. ინცინდენტის შემდგომ ასე იძახიან, რომ მდგომარეობა დასტაბილურდეს და დასტაბილურების შემდეგ ჩვენ აქედან გავალთო“, – განაცხადა არქიმანდრიტმა.
მისი თქმით ამ ეტაპზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეების რაოდენობა გაზრდილია, გაორმაგებულია, რაც შეეხება ვითარებას, ტაძრებამდე მისასვლელი გზა კვლავ ბლოკირებულია.
„მდგომარეობა როგორიც იყო, ისეთია დარჩენილი. უდაბნოს მონასტრის ტერიტორიაზე პატრულირებენ აზერბაიჯანელი სამხედროები და ჩვენ სამხედროებს იქ მისვლის უფლება არ აქვთ. ასევე, არც ტურისტებს, მომლოცველს და არც მამაოებს“ , – განაცხადა არქიმანდრიტმა კირიონმა.