aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ავიარეისების სტიმულირების პროგრამაში მონაწილეობა ყველა ავიაკომპანიას შეუძლია” – ეკონომიკის სამინისტრო

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ავიარეისების სტიმულირების პროგრამაში მონაწილეობა ყველა ავიაკომპანიას შეუძლია. თუმცა, მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ხელშეკრულება არც ერთ კომპანიასთან არ არის გაფორმებული.

„საქართველოს მთავრობის ორი დადგენილებით, შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ ერთჯერადად მარკეტინგული სტიმულირების მიზნით, მიეცა უფლება, გააფორმოს ხელშეკრულება ავიაკომპანიასთან, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა ან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფრენებს პრიორიტეტული სატრანზიტო მიმართულებით შეასრულებს. ასეთ მიმართულებებად განსაზღვრულია ლონდონი, ბრიუსელი და ერევანი. მთავრობის დადგენილებების მიღების მიზეზი 20 ივნისის მოვლენების შემდეგ განვითარებული მოვლენები გახდა, რომლებმაც საქართველოს ეკონომიკას რუსეთთან ავიამიმოსვლის შეჩერების გამო მოულოდნელი დარტყმა მიაყენა. დაზარალდა როგორც ტურისტული, ასევე საავიაციო ბიზნესი. მთავრობამ სწრაფად მოახდინა რეაგირება და პროფილურ ბიზნესთან შეხვედრის შემდეგ შეიმუშავა სტიმულირების პაკეტი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის იმიჯი შენარჩუნდეს. სწორედ ამიტომ შეირჩა ევროპის ორი უმნიშვნელოვანესი მიმართულება – ლონდონი და ბრიუსელი. რაც შეეხება ერევანს, ამ მიმართულების დამატება ითხოვეს ქართველმა ტუროპერატორებმა, რომელთაც 20 ივნისის მოვლენების შემდეგ შევხვდით. გარდა ამისა, ერევნის ხაზი მნიშვნელოვანია იმ ქართველებისთვისაც, ვინც რუსეთში ცხოვრობს და გაურთულდა მიმოსვლა საქართველოში“, – განაცხადეს ეკონომიკის სამინისტროში საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტებთან საუბრისას.

ცნობისათვის, საუბარია 600-600 ათას ევრომდე თანხის გამოყოფაზე ბრიუსელიდან, ლონდონიდან პირდაპირ, ასევე რუსეთიდან ერევნის გავლით სატრანზიტო ფრენებზე.

იტვირთბა....