“ცალსახად მექმნება იმის განცდა, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა ხორციელდება და ანალოგიას ვაკეთებ იმასთან, რასაც სააკაშვილი აკეთებდა ივანიშვილთან მიმართებაში, როცა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკური ამბიცია აქვს. მგონია, რომ ამ ეტაპზე ხელისუფლება ძალიან ფრთხილი უნდა ყოფილიყო მსგავსი გადაწყვეტილებების მიღების დროს. აქ არ არის საუბარი იმაზე, ვის რა პერსონალური დამოკიდებულება აქვს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან. სახელმწიფოებრივად რამდენად სწორია ასეთი დემარში სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესთან მიმართებაში, ეს არის დღეს მთავარი პრობლემა. მგონია, რომ ეს ძალიან ჰგავს იმას, რაც 2011 წელს ხდებოდა ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან.
გედევან ფოფხაძე, დამოუკიდებელი დეპუტატი