ბათუმში, მშენებარე კორპუსთან, სადაც დღეს ლიფტი ჩაწყვეტის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, დაპირისპირება მოხდა.
როგორც აჭარის ტელევიზია წერს, შემოსაზღვრული ტერიტორიის მიღმა მყოფმა მოქალაქეებმა, ჟურნალისტებსა და ოპერატორებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. პირველი არხის ოპერატორს კი თავში ქვა მოხვდა.
მედიის წარმომადგენლები შემთხვევის ადგილზე მუშაობდნენ და მომხდარის დეტალებს აზუსტებდნენ.
ფოტო : აჭარის ტელევიზია