aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმში, მშენებარე კორპუსში ლიფტი ჩავარდა – დაშავებულია 6 ადამიანი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბათუმში, აღამაშენებლის ქუჩაზე  ერთერთ მაღალსართულიან მშენებარე შენობაში, ლიფტი მოწყდა, რის შედეგადაც დაშავებულია 6 ადამიანი.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. ორი დაშავებული მედიკოსებს ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავთ. მათ სხეულის მოტეხილობები აღენიშნებათ.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულთაგან ოთხი საქართველოს მოქალაქეა და ორი თურქეთის.

საცხოვრებელ კორპუსს კომპანია „გრანდ სითი“ აშენებს.

ფოტო: ბათუმელები

იტვირთბა....