aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

ეს არის მომენტი, როდესაც ჩარევა სასურველია – თალაკვაძე ლარის გაუფასურებაზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

აქ არის სხვადასხვა შემადგენლობები და ჩვენ ბუნებრივია, მთავრობასთან გვაქვს კომუნიკაცია ამ საკითხზე. ვფიქრობ, რომ უნდა დაიგეგმოს სახელმწიფოს მხრიდან სათანადო ინსტრუმენტების გამოყენება და ეს არის მომენტი, როდესაც ჩარევა სასურველია. ბუნებრივია, ეს დასაბუთებული, დაგეგმილი ინტერვენციები მოხდება და სახელმწიფო გამოიყენებს თავის ინსტრუმენტებს, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა საზოგადოებას, ეს არ ნიშნავს, რომ ფაქტორები, რამაც ლარზე იმოქმედა დარჩეს ჩვენი და საზოგადოების შეფასებების გარეშე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ლარის კურსთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას აღნიშნა.

თალაკვაძის განცხადებით, ეკონომიკურ ფაქტორებთან ერთად, ლარის გაუფასურებაზე ნეგატიურმა პოლიტიკურმა პროცესებმაც ითამაშა.

“აქ არის ეკონომიკურ ფაქტორებთან ერთად, ის პოლიტიკური პროცესები და  მავნებლობაც, რაც ბოლო 2-3-კვირის განმავლობაში ვნახეთ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მიერ. ვგულისხმობ ყველა პოლიტიკურ პროცესებს, სადაც აშკარა იყო, რომ ჩვენი ეკონომიკის, საზოგადოების და ჩვენი უსაფრთხოების წინააღმდეგ მოქმედებდნენ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები. ამან მოიტანა კონკრეტული უარყოფითი შედეგები, ამ შედეგებს სჭირდება პოლიტიკური შეფასება და ნურავის ექნება იმედი, რომ ეს საკითხები შეფასებების გარეშე დარჩება. სახელმწიფო გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს, რათა მოხდეს ლარის კურსის დასტაბილურება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ლარი რეკორდულად გაუფასურდა. დღეის მდგომარეობით, 1 დოლარის ღირებულება თითქმის სამ ლარს აღწევს.

იტვირთბა....