ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რუსთავი 2-ის საკითხსა და ოქრუაშვილის დაკავებას შორის კავშირს ვხედავ” – დვალი

“რუსთავი 2”-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, დავით დვალმა დავით ირაკლი ოქრუაშვილის ოქრუაშვილის დაკავების საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით უამრავი აბსურდი თქვა, ამ აქტივობის შედეგია, რომ ის დაკავებულია.

„მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით უამრავი აბსურდი თქვა, პირდაპირ რომ დავარქვათ აბსოლუტური სისულელეები, „რუსთავი 2“-ის საკითხსა და ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას შორის კავშირს ვხედავ. ამ აქტივობის შედეგია, რომ ირაკლი ოქრუაშვილი დაკავებულია“, – განაცხადა დავით დვალმა.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ბრალდებით გუშინ დააკავეს. ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია კიდევ ოთხი პირი.

იტვირთბა....