ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“ველოდებით სამართლიან პროცესს სწრაფი გადაწყვეტილებით” – EBRD ხაზარაძისა-ჯაფარიძის საქმეზე

ველოდებით სამართლიან პროცესს ბანკის ოპერაციებზე ნეგატიური ზეგავლენის გარეშე – აცხადებენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში (EBRD) „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები, მამუკა ხაზარაძისთვის და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენის საკითხზე.

ევრობანკი ეხმაურება „თიბისი ბანკის ჯგუფის“ ბორდში ცვლილებებსაც და აღნიშნავს, რომ „თიბისი“ ძლიერი მენეჯმენტითა და დირექტორთა დამოუკიდებელი საბჭოთი იმართება.

„მივესალმებით თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის გადაწყვეტილებას ბორდიდან წასვლის თაობაზე, რათა მათ ფოკუსირება მოახდინონ სამართლებრივ დავაზე მათ წინააღდეგ წაყენებული ბრალდებების გათვალისწინებით. ჩვენ ასევე მივესალმებით ბორდის გაძლიერებას მასში დამოუკიდებელი, გამოცდილი დირექტორების დამატებით“, – აცხადებენ EBRD-ში.

იტვირთბა....