ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მესტიაში დაზიანებულმა კაშხალმა რამდენიმე მანქანა წაიღო

მესტიაში, მყინვარ ჭალაადის მიმდებარე ტერიტორიებზე, ადიდებულმა მდინარემ რამდენიმე მანქანა წაიღო. შემთხვევის ადგილას ჩარჩენილი არიან ადამიანებიც.

მესტიის მკვიდრი, დავით ფალიანი, აცხადებს, რომ ადიდებული მდინარე „მესტიაჭალა“-თან არსებულმა ხიდმა ვერ გადმოატარა.

„არავინ არ იცის, რამდენი მანაქანაა წაღებული, არც ის იცის არავინ, იმ მანქანაში იმყოფებოდა თუ არა ვინმე. იქ იყო მანქანების სადგომი. ადგილი, რომელიც დაიტბორა არის, ჭალაადის მყინვარისკენ მიმავალი გზა, რომელიც არის ორ მდინარეს შორის. აქ შენდება „მესტიაჭალა1“. ჩადგეს რამდენიმე კოსტრუქცია, მათ შორის მდინარეებზე გადასასვლელი ხიდი, სწორედ ამ ხიდმა ვერ გადმოატარა ადიდებული მდინარე. ხიდი დანგრეული აქვს მდინარეს. მე თვითონ ორი მანქანა ვნახე ნახევრად ჩამარხული. იქ ასევე არის პატარა კაფე, რომელსაც მიმდგარი აქვს წყალი. მოსახლეობა არ ცხოვრობს ახლოს, თუმცა ტურისტები იმყოფებოდნენ, რომლების გადმოყვანასაც ცდილობენ ახლა. როგორ მოახერხებენ არ ვიცი, ორ მდინარეს შორის არიან. ამიტომაც ვიყავით ამ ჰესების წინააღმდეგ, ეს ისედაც რთული მდინარეა, მისი დამორჩილება შეუძლებელია“, – ამბობს დავით ფალიანი.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამაშელო ჯგუფი ჩარჩენილი ხალხის ამოსაყვანად.

იტვირთბა....