ქართული ესტრადის ყველასათის ცნობილი მომღერალი, თიკა ჯამბურია, დედასთან ერთად ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა. ინფორმაციას, შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით, პირველი არხი ავრცელებს.
შეგახსენებთ, ჯამბურია დედასთან ერთად ადმინისტრაციულ სამართალდარღევვათა კოდექსით გათვალისწინებული 173-ე მუხლით დღეს დააკავეს, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
გავრცელებული ინორმაციით, ინციდენტი მანქანის პარკირებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ დარღვევას მოჰყვა.