ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

რაც ახლა ჩემს სახლთან ხდება, ვითომ ჩემი ქმრის სტატუსის გამო, ხელისუფლების ზეწოლაა – კვესიტაძე

“მეგობრებო, რაც ახლა ჩემს სახლთან ხდება, ვითომ ჩემი ქმრის სტატუსის გამო, პირდაპირ განვიხილავ როგორც ხელისუფლების პირდაპირ ზეწოლას ჩემი, რუსთავი 2ის ჟურნალისტის მისამართით- საერთოდ არაფერი აქვს საერთო ამას შოთას სტატუსთან, ამას აქვს საერთო ჩემს რუსთავი 2-ში დარჩენასთან – თუ ვინმე ამ ხელისუფლებაში ფიქრობს, რომ ასე გამტეხავს ძალიან ცდება. გთხოვთ მოახდინოთ რეაგირება Eka Gigauri Mikheil BenidzeGiorgi Mshvenieradze და განსაკუთრებით სახალხო დამცველს Nino Lomjaria გთხოვ, შეატყობინო საელჩოებს Nino Nakashidze”

ასე ეხმაურება ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე მისი სახლის წინ გამართულ საპროტესტო აქციას;

შეგახსენებთ, რომ ეკა კვესიტაძის მეუღლემ,  შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა, შოთა უტიაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა,რომ 2008 წლის აგვისტოს ომმა საქართველოს ამოსუნთქვის საშუალება მისცა.

ამ წუთებში კი უტიაშვილის სახლთან აქცია იმართება. იქ შეკრებილი ადამიანები უტიაშვილის 24 ივლისს დაწერილ ფეისბუქის პოსტს აპროტესტებენ და უტიაშვილისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ.

იტვირთბა....