მთავარი სამართალი ციტატა

ჩემი ვარაუდით, ივანიშვილი აპირებს ხაზარაძის დაპატიმრებას – ოქრუაშვილი

“ივანიშვილი ძალიან გაღიზიანებულია ყველა აქტიური ადამიანის მოქმედებით, რომელიც მის წინააღმდეგ გადადგამს ნაბიჯს და ამის გამო მან მამუკა ხაზარაძეს წაუყენა ბრალი და ჩემი ვარაუდით, აპირებს მის დაპატიმრებას. ეს მხოლოდ და მხოლოდ მიუთითებს ერთ რამეს ხელისუფლება არის ძალიან აჭრილი და ივანიშვილს წარმოდგენა არ აქვს რას ეთამაშება. გარკვეული სახის ნაჯახით მოქმედება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, მხოლოდ და მხოლოდ დააჩქარებს მისი ხელისუფლებიდან ჩამოშორებას”

ასე ეხმაურება დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტია “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი თი ბი სი ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძისთვის ბრალის წაყენებას;

იტვირთბა....