ახალი ამბები მთავარი სოციალური ქსელი

მთავრობამ სახლთან მომისია ტროლების რაზმი, რომელიც ცირკს აწყობს – უტიაშვილი

ამ წუთებში შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, შოთა უტიაშვილის სახლთან აქცია იმართება. იქ შეკრებილი ადამიანები უტიაშვილის 24 ივლისს დაწერილ ფეისბუქის პოსტს აპროტესტებენ და უტიაშვილისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ.

აქციას უტიაშივლი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“ვინც ნახეთ, გუშინ დავწერე სტატუსი იმაზე, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთს ყველაფერს უთმობს. ვწერდი, რომ ომის შემდეგ, მიუხედავად მისი პლიუს-მინუსისა, საქართველოს დაუგროვდა პოლიტიკური კაპიტალი, რომელიც ეხლა იფლანგება თქო.

ეს პოსტი შეიძლება მოგეწონოს, შეიძლება – არა, დაეთანხმო, ან არ დაეთანხმო, მაგრამ რასაც ახლა მთავრობა აკეთებს, არაფერში არ ჯდება. სახლთან მომისია ტროლების რაზმი, რომელიც იქ ცირკს აწყობს

შსს-მოაშორეთ აქედან ესენი, სულ ნუ გადავრდებით მარაზმში”, – წერს უტიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა, შოთა უტიაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომმა საქართველოს ამოსუნთქვის საშუალება მისცა.

იტვირთბა....